მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე დღეში , ან საათში დატოვებს – გადაწყვიტა, საქართველოში დარჩესნოემბერი 3, 2019

ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) აცხადებს, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს. ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლიც (კაცია) ესწრებოდა.

კითხვაზე, მას შემდეგ დატოვებს თუ არა ის ეპარქიას, რაც კომისია დაასრულებს მუშაობს, მეუფე პეტრემ განცხადა, რომ ის კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება.

„სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად. ნდობით აღჭურვილი კომისია გამაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“,- აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე სად გეგმავს წასვლას, ყოფილმა მიტროპიტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა საქართველოში იყოს.

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება მეუფე გრიგოლი (კაცია) და ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

კომისიას, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა, პეტრე ცაავას შემცვლელი, მეუფე გრიგოლი ხელმძღვანელობს.

„ვეცნობით სიტუაციას და ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს ის. კომისიაა ჩამოსული, არიან წარმომადგენლები საპატრიარქოდანაც, რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ, მშვიდად, წყნარად, ლოცვა-კურთხევით გავაკეთოთ ყველაფერი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ფინანსისტმა ნუგზარ სამხარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კომისია შედგება ცხრა წევრისგან.