მეუფე გრიგოლი – გვინდა, მეუფე პეტრე ჩვენთან იყოს არა მარტო წირვაზე, სასუფეველშიცნოემბერი 3, 2019

ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება და გვინდა, რომ ის ჩვენთან ერთად იყოს არა მარტო წირვაზე, არამედ სასუფეველშიც, – ამის შესახებ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ განაცხადა.

„ყველამ მინდა ვუმკურნალოთ, უპირველეს ყოვლისა ჩემს თავს ვურჩევ. მეუფე პეტრე ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარია, ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვეზიაროთ და ერთად ვუთხრათ, რომ ქრისტეა ჩვენს შორის. გვინდა ერად ვიყოთ არამარტო წირვაზე, არამედ სასუფეველშიც ერთად გვინდა ვიყოთ. არ ვთვლი, რომ სიმართლეა რაც მეუფე პეტრემ თქვა და ამაშია საქმე. ვთვლი, რომ ეს ავადმყოფობაა და ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე ცდება“, – განაცხადა გრიგოლ კაციამ.

კითხვაზე, დღევანდელ წირვაზე, მასთან ერთად რატომ არ იმყოფებოდა მეუფე პეტრე, მან თქვა, რომ არ იცის.

მეუფე გრიგოლი (კაცია) ადასტურებს, რომ შეხვედრა, რომელზეც ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საუბრობდა, მართლაც შედგა. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან იმ სიტყვებზეც გააკეთა კომენტარი, რომელზეც მეუფე პეტრე საუბრობდა.

„ეს არის ძველი აღთქმიდან: გადაფარე მამაშენი და ღმერთი დაგიცავს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ შენ გაქვს ეჭვი, რაღაც ისეთი აზრები, ასე უნდა ებრძოლო ამას”,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ მასაც ჰქონდა გარკვეული ეჭვი, მეუფე გრიგოლი ამბობს: „მე მაქვს ეჭვი, რატომ მე ამ განსაცდელში, მაგრამ მივიღე როგორც მორჩილება და როგორც კუთხევა.“

კითხვაზე, რას ფიქრობს მრევლის ნაწილის პროტესტზე და იმაზე, რომ მას ადგილზე მღვდლების ნაწილი არ დახვდა, მეუფე ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

„უნდა ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, თუ წალკაში სასულიერო პირებს სურვილი ექნებათ, წამოვლენ მასთან.

„ხვალ მივდივარ წალკაში და იქ უნდა ვკითხო, თუ ვინმეს აქვს სურვილი, წამოვა“,- აცხადებს მეუფე.

IPN.GE