უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ალექსანდრიის ეკლესიამაც აღიარანოემბერი 8, 2019

ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოდოროსმა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. პატრიარქმა ქაიროში გამართულ მსახურებაზე უკრაინის ეკლესიის მეთაური მოიხსენია.

ცნობისთვის, პატრიარქის მიერ ჩატარებული წირვის დროს, მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღძოლებს მოიხსენიებენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის ეკლესიამაც აღიარა, რის გამოც, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მასთან ევქარისტული კავშირი შეწყვიტა.