პატრიარქი – ყველგან შესრულდეს წირვა ასი ათასი მოწამის ხსენების დღესნოემბერი 10, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს  წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა ხსენებას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებს დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე მოუწოდა, სადაც კი შესაძლებელი იქნება, ყველგან სადღესასწაულო წირვა ჩატარდეს, ყველა ქალაქში კი შესრულდეს 100 ათასი მოწამის პარაკლისი

“ოთხშაბათს არის ჩვენი დიდი დღესასწაული, 100 ათასი მოწამის ხსენება. სადაც კი არის შესაძლებელი ჩატარდეს დილით წირვა. 5 საათზე ყოველ სოფელში, ყოველ ქალაქში ჩატარდეს პარაკლისი 100 ათასი მოწამის. მეტეხის ხიდზე როგორც მუდამ არის და ყოფილა წარსულში. მე თვითონ ვეცდები საღამოს 5 საათზე ჩავატაროთ პარაკლისი“,-ბრძანა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ წირვას ყაზბეგიდან და და ხევიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო. მოხევეები პატრიარქის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.