რატომ სთხოვს მეუფე ნიკოლოზი მრევლს 102-ე ფსალმუნი ყოველდღიურად იკითხოსდეკემბერი 3, 2019

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მრევლს სთხოვს, პატრიარქისთვის ილოცონ, რათა უწმინდესმა პატრიარქობის 50 წლის იუბილე აღნიშნოს. ამის შესახებ მეუფემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში, დილის გადაცემაში საუბრის დროს განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, უკვე სამი წელია 102-ე ფსალმუნს კითხულობს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის.

“2 წლის წინ მე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ვუთხარი, რომ კიდევ 10 წელი უნდა იცოცხლოთ და კიდევ 10 წელი უნდა იყოთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. ჩვენ კი ვილოცებთ, რომ თქვენი პატრიარქობის 50 წლის იუბილე აღვნიშნოთ ერთად. მღვდელმთავრებმა მკითხეს, რატომ მხოლოდ 10 და მეტი არა? მე ვუპასუხე, რომ ჯერ ეს ათი წელი გავიდეს და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. აქედან 2 წელი უკვე გავიდა. ეს ადამიანი უკვე 42 წელია კათალიკოს პატრიარქია. ამის შემდეგ, მღვდელმთავრებმა მოვილაპარაკეთ და ახლა მინდა ყველას გითხრათ, ვილოცოთ, რომ პატრიარქთან ერთად მისი 50 წლის იუბილე აღვნიშნოთ. ჩვენ ვკითხულობთ 102-ე ფსალმუნს, სადაც არის ასეთი სიტყვები: “ვითარცა ორბისა განახლდეს სიჭაბუკე შენი”. გთხოვთ, რომ ეს ერთი ფსალმუნი წაიკითხოთ ყოველდღე. მე ამას უკვე სამი წელია ვაკეთებ და არა მხოლოდ მე” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.