primetime: “უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირს მიეცა უფლება რომ ლუკას წესი აუგოს”დეკემბერი 18, 2019

15 წლის მოზარდის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. ექიმების ბრძოლის მიუხედავად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სოციალურ ქსელში და მედიაში მსჯელობენ, აუგებს თუ არა წესს ეკლესია გარდაცვლილ მოზარდს. (თვითმკვლელობის შემთხვევაში წესის აგება არ ხდება)

როგორც „პრაიმტაიმს“, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა უთხრა, საავადმყოფოში მივლინებული იყო წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის დეკანოზი, რომელმაც ლუკასთვის შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა და მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა.

რაც შეეხება წესის აგებას, მოძღვარი ამბობს, რომ სასულიერო პირები გარდაცვლილის ოჯახში დღესაც იმყოფებოდნენ და მოზარდის სულისთვის ქრისტიანული წესით ყველაფერი კეთდება რაც საჭიროა.

„ჩვენ დღესაც ვიყავით გარდაცვლილის ოჯახში. ვფიქრობთ მისი ოჯახის წევრების მდგომარეობაზეც. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირს მიეცა უფლება რომ ლუკას წესი აუგოს, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

წყარო: “primetime.ge