ილია მეორე: “ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს”დეკემბერი 19, 2019

კაცობრიობა გაჭირვებაშია და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს. ამის შესახებ დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, საზეიმო წირვის შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

„გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს – ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი”,- ბრძანა პატრიარქმა.