სუიციდის თემაზე საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობსდეკემბერი 26, 2019

საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირები, დარგობრივი კომიტეტების, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფსიქოლოგები ხვდებიან. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა “სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორალური შესაძლებლობებია”.

მრგვალი მაგიდის ფორმატში, დისკუსიის მონაწილეები, საქართველოში, ახალგაზრდებში სუიციდის ფაქტების მზარდ სტატისტიკაზე, სუიციდის გამომწვევ მიზეზებზე, სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობაზე იმსჯელებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

“საქართველოში თვითმკვლელობების რიცხვი ძალიან იზრდება. ამასთან დაკავშირებით, ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა არსებობს. 10 წლის განმავლობაში, თვითმკვლელობათა რიცხვი, თითქმის, გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა ეს. შეიძლება ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რონ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრი, სადაც სპეციალისტები გაერთიანდებიან სახელმწიფოდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან და ერთად ვიფიქროთ ამ პრობლემაზე, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან”,-განაცხადა მეუფე შიომ.