14 აგვისტოდან მარიამობის მარხვა იწყებააგვისტო 13, 2017

მართლმადიდებლებისთვის 14 აგვისტოდან მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. მარიამობის მარხვისას მორწმუნეებისთვის, როგორც წესი, თევზით მხოლოდ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ხსნილდება.

დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მშვიდობიანი მარიამობის გათენება უსურვა.

პატრიარქის თქმით, შაბათს არის ფერისცვალება. პარასკევს საღამოს ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება, წირვა კი მცხეთის სამთავროს ფერიცვალების ტაძარში აღესრულება.