მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუჩერდაიანვარი 22, 2020

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას, რომელიც ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ეპარქიაში მსახურობს, მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,-ნათქვამია ბრძანებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბრიფინგი გაიმართება.