მორჩილს რუის-ურბნისის ეპარქია თვითნებობის გამო დაატოვებინესიანვარი 26, 2020

მორჩილს ხარიტონ გოგიშვილს რუის-ურბნისის ეპარქია დაატოვებინეს, რისი მიზეზიც მისი უკანონო ქმედება გხდა, როდესაც ის ლოცვა-კურთხევის გარეშე, ყინწვისის მონასტრის სახელით, დახმარებას თვითნებურად ითხოვდა. ამის შესახებ ეპარქია “ფეისბუკის” პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:

“რუის-ურბისის ეპარქიის ყოფილი მორჩილი, ხარიტონ გოგიშვილი განმოსილია და განტევებულია ეპარქიიდან.
ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი ეპარქიის და ყინწვისის მონასტრის წევრობის სახელით სარგებლობს და მოწყალების სახით დახმარებას ითხოვს.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მისი ქმედება ლოცვა-კურთხევას არ ექვემდებარება, იგი თვითნებურად მოქმედებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს” – აღნშნულია ეპარქიის ინფორმაციაში.