პატრიარქი წირვას კუკიის წმ. ნინოს ტაძარში აღავლენსიანვარი 26, 2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ, 27 იანვარს ნინოობასთან დაკავშირებით წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.

დღეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია ll-მ საღამოს ლოცვა აღავლინა.

„სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძარში არის დაბრძანებული წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც მას თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადასცა, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სიონის საპატრიარქო ტაძარი განსაკუთრებული სიხარულით ხვდება ამ დიდებულ დღესასწაულს და მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველოს პატრიარქი ამ წმინდა ტაძარში იმყოფება და ლოცულობს წმინდა ნინოსადმი. წმინდა ნინო იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი ამინ!”, – აღნიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მოძღვარმა გიორგი ვაშალომიძემ.