პატრიარქი შეშინებულია – მღვდელმონაზონი ანდრია სარიაიანვარი 28, 2020

პატრიარქი არის შეშინებული, მამა მიქაელ ბოტკოველმა გადმომცა, რომ ის არ არის მზად შესახვედრად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა ანდრია სარიამ განუცხადა, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერდა.

მისივე თქმით, სურდა პირადად პატრიარქისგან მოესმინა მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საფუძველი.

„როგორ შეიძლება თავის მღვდელმონაზონთან არ იყოს მზად შესახვედრად? ის არ არის მზად მამა გიორგი მამალაძესთან შესახვედრად, ის არ არის მზად მამა ანდირასთან შესახვედრად, ის არ არის დაზარალებულ ადამიანებთან შესახვედრად მზად და სულ ასეთი სათხოვარია შეხვედრა. ეს არის სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმავს, მამა ანდრია სარია აცხადებს, რომ „სამომავლო გეგმა გამოჩნდება“.

„გამოჩნდება პროტესტის ის ფორმა, რაც ჩვენ არჩეული გვაქვს. რადგან შიგნით არ სურთ ამ პრობლემების მოგვარება, მოვაგვარებთ გარედან”, – განაცხადა სარიამ.