მეუფე იობი სასულიერო პირების, სულიერი მოძღვრისა და მრევლის შესახებ საუბრობსიანვარი 29, 2020

“ჩვენ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტი სასულიერო პირები, ვისაც ღმერთი მართლა სწამს, ვისაც სულიერება აინტერესებს. არა მჭევრმეტყველნი, არა მწიგნობარნი, არა ისინი, ვინც ფარისევლურად თავს ახვევენ თავიანთ აზრებს და არაწმინდა შეხედულებასა, თუ სახარების სწავლებას და ამით ჰყავთ მოხიბლული უამრავი ადამიანი.

დღეს ყველაზე ჭეშმარიტი ქადაგება არის მოძღვრის პირადი მაგალითი – ის როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს? ეს არის ყველაზე დიდი ქადაგება. ამიტომ, არ უნდა მოვიხიბლოთ ვიღაცეების ცოდნით, განათლებით…
თუ ის არ ცხოვრობს ისე, როგორც ქადაგებს, მაშინ ასეთი ქადაგება არ მივა ადამიანის გულამდე და ასეთი მოძღვრის ქადაგებას არანიარი შედეგი არ ექნება..

ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. არ გამოვარჩიოთ მოძღვარი მხოლოდ გარეგნობისა და კარგი სიტყვა-პასუხის გამო, არამედ მათი პირადი ცხოვრების შესაბამისად ვიპოვოთ..

ასევე, არიან ადამიანები, ვინც მიდიან თავის მსგავს მოძღვართან: ვისაც ქეიფი უყვას – ის მიდის მოქეიფე მოძღვართან, ეს არ არის სწორი.

თუ ამპარტავნებაა შენში, უნდა მოძებნო თავმდაბალი მოძღვარი , თუ ნაყროვანებაა უნდა მოძებნო მმარხველი მოძღვარი..
თუ დიდი ვნებაა, უნდა მოძებნო თავშეკავებული მოძღვარი.

ზოგიერთი ქალი მოძღვარში ეძებს კაცურ თვისებებს. როგორ შეიძლება სასულიერო პირში ეს ეძებო? ეს არის ეშმაკური აზროვნება..

სულიერებას ძალიან ვართ აცდენილები და შესაბამის შედეგსაც ვიმკით”.

 წყარო: ფეისბუკგვერდი “საქართველოს იმედი”