გიორგი კეკელიძე: 1709 წელს გამოცემული “დავითნი” პარიზიდან საქართველოს გაციფრულებული დაუბრუნდება”იანვარი 30, 2020

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე მნიშვნელოვანი ამბის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც, პარიზის მაზარინის ბიბლიოთეკაში არსებული 1709 წლით დათარიღებული “დავითნი” საქართველოს გაციფრულებული დაუბრუნდება. 

“მორიგი მნიშვნელოვანი ამბავი, ამჯერად პარიზიდან. დღეს საფრანგეთის უძველეს, მაზარინის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ. ჩემმა კოლეგამ, ბიბლიოთეკის დირექტორმა იან სორდერმა გვიმასპინძლა. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ლევან თაქთაქიშვილი. მოლაპარაკება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა : უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, აქ ახალი ქართული გამოცემების ფონდს შევქმნით და რაც უმთავრესია : ვნახეთ 1709 წელს დაბეჭდილი დავითნი (ვახტანგ მეექვსის სტამბა). ეს გამოცემა საქართველოში მხოლოდ დეფექტური ცალი ინახება. შეთანხმებისამებრ, ძალიან მალე გავაციფრულებთ ( საკმაოდ რთული, სარკისებური სკანერის მეშვეობით) და ისტორიული გამოცემა, ელექტრონული ფორმით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება” – წერს გიორგი კეკელიძე.