რომის პაპმა ქორწინებაში მყოფი კაცებისთვის მღდვლად კურთხევის დაშვებაზე უარი თქვათებერვალი 13, 2020

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გადაწვეტილება მიიღო. პაპმა ფრანცისკემ ქორწინებაში მყოფი კაცებისთვის მღდვლად კურთხევის დაშვებაზე უარი თქვა. საუბარია ამაზონის რეგიონზე, სადაც მღდვლების რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მოსახლეობას არ ეძლევა ღვთისმსახურებაზე დასწრების საშუალება.

წინადადება ლათინოამერიკელი ეპისკოპოსებისგან წამოვიდა. ამ ფაქტმა კათოლიკურ ეკლესიაში კონსერვატორების შეშფოთება გამოიწვია. პოლარიზებულ ეკლესიაში, რომელსაც 1.3 მილიარდი მიმდევარი ჰყავს, რეკომენდაცია, დამტკიცების შემთხვევაში, შეცვლიდა საუკუნეების მანძილზე არსებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, დაქორწინებული მამაკაცი მღვდელი ვერ ხდება.

რომის პაპმა გადაწყვეტილება სამი თვის თავზე გამოაცხადა, მას შემდეგ რაც სინოდმა წინადადება 128 ხმით 41-ის წინააღმდეგ მიიღო.

წყარო: “amerikiskhma.com”