მირ­ქმა – ღვთი­სად­მი მი­გე­ბე­ბის დღე­სას­წა­უ­ლითებერვალი 15, 2020

მირ­ქმა – ღვთი­სად­მი მი­გე­ბე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი, უფ­ლის 12 დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის ერთ-ერთი უდი­დე­სია. იუ­დე­ველ­თა წე­სის მი­ხედ­ვით, პირ­ველ­შო­ბი­ლი ყრმა მე-40 დღეს ტა­ძარ­ში მი­ყავ­დათ და ღვთის­თვის მსხვერ­პლს სწი­რავ­დნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სი­ღა­რი­ბის შემ­თხვე­ვა­ში, წყვილ გვრიტს ან მტრე­დის ხუნდს.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთის­მშო­ბელ­მა მა­რი­ამ­მა და მარ­თალ­მა იო­სებ­მა ტაძ­რად მი­იყ­ვა­ნეს, რათა უფ­ლის­თვის ძღვე­ნი შე­ე­წი­რათ. წმინ­და სვი­მონ ღვთის­მიმრქმელ­მა იცნო ტა­ძარ­ში მიყ­ვა­ნი­ლი მა­ცხო­ვა­რი, რო­მელ­საც იგი, ან­გე­ლო­ზის სი­ტყვი­სა­მებრ, სამ­ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს ელო­და. ებ­რა­უ­ლი­დან ბერ­ძნუ­ლად წმინ­და წე­რი­ლის თარ­გმნის დროს მას სურ­და “ქალ­წულ­მა მუც­ლად იღო” სი­ტყვა ქა­ლით შე­ეც­ვა­ლა. ან­გე­ლოზ­მა მას შეს­წო­რე­ბა აუკ­რძა­ლა და უთხრა, რომ ქალ­წუ­ლი­სა­გან შო­ბილ მა­ცხო­ვარს იხი­ლავ­და.

 წმინ­და სვი­მო­ნი იე­სოს კრძალ­ვით მი­ე­გე­ბა, თა­ვის მკლავ­ზე მი­ირ­ქვა, მი­იწ­ვი­ნა და გა­ნა­ცხა­და: “აწ გა­ნუ­ტე­ვე მო­ნაი შენი მე­უ­ფეო, სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა. მშვი­დო­ბით, რა­მე­თუ იხი­ლეს თვალ­თა ჩემ­თა მა­ცხო­ვა­რე­ბაი შენი”. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ წმინ­და სვი­მო­ნი მალე აღეს­რუ­ლა.