“მთავარი არხი” – მეუფე პეტრე პატრიარქს სინანულისკენ მოუწოდებსთებერვალი 16, 2020

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ამავე ეპარქიის ყოფილ მმართველს, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ურჩევს, დღევანდელ დღეს – უძღები შვილის კვირიაკეს, პატრიარქთან მივიდეს და ბოლო პერიოდის განცხადებებისთვის მოუბოდიშოს. ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავრი არხი” იუწყება.
მეუფეს აზრით, შესაძლოა, ამის შემდეგ მოეხსნას პეტრე ცაავას ის სასჯელი, რომელიც მას დაუწესდა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე.

“დღეს არის უძღები შვილის კვირა. მივიდეს პატრიარქთან მეუფე. პატრიარქი მას დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია “მთავარი არხი” ავრცელებს.
ამასთან დაკაშირებით, ამავე ტელეკომპანიასთან სატელეფონო კომენტარში, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მეუფე გრიგოლის კომენტარს უპასუხისმგებლო მოწოდება უწოდა და განაცხადა, რომ შენდობა თავად პატრიარქს აქვს სათქმელი.
“კარგი იქნება, თუ თავად პატრიარქი შეინანებს როგორც უძღები შვილი, რომელიც სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას და მართავს უკანონოდ და კანონზე მაღლა უყენია თავი. ბევრი რჯულიერი დარღვევაა, რომელიც უნდა შეინანოს პატრიარქმა როგორც უძღებმა შვილმა ღმერთისა და ერის წინაშე” – განუცხადა ტელეკომპანია “მთავარ არხს” მეუფე პეტრე ცაავამ.