რომის პაპი მესას ონლაინ ჩაატარებსმარტი 7, 2020

რომის პაპი ფრანცისკე საკვირაო ლოცვას ონლაინ ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ვატიკანი ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, დილის ლოცვები 15 მარტანდე ონლაინ გაიმართება.

ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი „მსუბუქად ავად“ იყო. მოგვიანებით, იტალიურმა პრესამ აღნიშნა, რომ რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.