“თუ დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოვა, არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო”მარტი 8, 2020

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, თუ დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოვა, არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, დეკანოზის პატიმრობის მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, ცალსახა აზრი აქვს.

“მოგახსენეთ, რომ დეკანოზის პატიმრობის მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, ცალსახა აზრი გვაქვს. ციხეში მისი ჯდომა ჩვენთვის სრულებით არ არის სასურველი არანაირი მოსაზრებით, არც ქრისტიანული არც მოქალაქეობრივი, თუ ეს ცალ-ცალკე შეიძლება ითქვას. თუ დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოვა, ჩვენ არავის არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. მე ადრეც პოზიტიური მოლოდინი მქონდა რომ გაათავისუფლებენ, შეიწყალებდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვერევით?! მე არ მესმის რა ლოგიკაა სამოქალაქო სასამართლოსი, მაგრამ მარტო დეკანოზის მიმართ არ მაქვს ეს გაუგებრობის განცდა. ბევრი სხვა პატიმრის მიმართ მაქვს, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან. მათ მიმართაც მაქვს ბევრი გაუგებრობა და კითხვა”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის მონახულებას არ აპირებს.

“მე რამდენჯერმე მოვინახულე ის და ჩემი ვალი მისი და ღვთის წინაშე მოხდილი მაქვს. მე არ ვგეგმავ მის მონახულებას გარკვეული მოსაზრებების გამო”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.