ვატიკანი – პაპი ფრანცისკე იტალიას და მსოფლიოს ღვთისმშობელს ანდობსმარტი 10, 2020

რომის პაპმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ღვთისმშობელს დახმარების თხოვნით მიმართავს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.
“ამ საგანგებო სამედიცინო ვითარების დღეებში პაპი ქალაქს, მთლიანად იტალიას და მსოფლიოს ღვთისმშობელს ანდობს” – განაცხადეს წმინდა საყდრის პრესსამსახურში.
დღესვე, რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს სთხოვა ყველა ადამიანისთვის ილოცონ, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიით იტანჯებიან. ასევე, ილოცონ იმ მოძღვრებისთვის, რომლებიც მოწოდებულნი არიან, იყვნენ დაავადებულთა გვერდით.