მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს კურთხევა მისცა ინფიცირებულებისთვის ილოცონმარტი 15, 2020

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა.

მიტროპოლიტმა, საზოგადოებაში არსებული კითხვების პასუხად, ზიარების არსი დეტალურად განმარტა, ასევე, მრევლს კურთხევა მისცა, ინფიცირებულებისთვის ილოცონ.

პარალელურად, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკჯგუფში არიან, ახალგაზრდა სტიქაროსნებს ცხელი ხაზის შექმნის კურთხევა მისცა, რის საშუალებითაც, მოხუც ან ავადმყოფ მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას გაუწევენ.

ქადაგების დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტის წინამძღვრობით, სასულიერო პირებმა ქალაქი აკურთხეს.