ალავერდელი მიტროპოლიტი უცხოეთიდან ჩამოსულებს ურჩევს, სიფრთხილე დაიცვანმარტი 15, 2020

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სახარებაში აღწერილი მაგალითებით, მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ეპიდემია გავრცელდა. საზღვრები ჩაიკეტა. კარანტინში არის ხალხი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა… მადლობა ღმერთს, მადლობა ჩვენს ხალხს და მადლობა ხელისუფალს, იმიტომ რომ საოცარი ერთიანობა გამოაჩინეს. ღმერთმა დაუშვა ეს გამოცდა, რომელიც ჩვენმა ერმა ნამდვილად კარგად ჩააბარა. გუშინ ველაპარაკე ერთ ადამიანს, რომლის სასტუმროშიც არიან უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველები განთავსებული და სასიხარულაო, რომ არც ერთმა თანამშრომელმა არ დატოვა სამსახური, რაც ღვთის წყალობითა და მადლით, მათთვის გვირგვინი იქნება. დღეს ნათქვამია, რომ აუცილებლად, უნდა დავიცვათ – სიფრთხილე.

გუშინ ხელისუფლების წარმომადგენელს შევხვდი და დანანებით ამბობდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ უცხოეთიდან, არ უფრთხილდებიან, როგორც საკუთარ თავს, ისე გაშემომყოფებს საფრთხეს უქმნიან. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს არ აქვთ საკუთარი მოქალაქეობრივი განცდა და მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. არადა ამბობენ, რომ არიან ქრისტიანები. თუ კი სირფთხილეს გვთხოვენ ,ეს უნდა შევასრულოთ. სიფრთხილე სათაკილო არ არის, მაგრამ თუკი ღვთის მცნების საწინააღმდეგოს გვეტყვიან, ის ქრისტიანებმა არც უნდა მოვისმინოთ“,- განაცხადა მან.