მეუფე გრიგოლი მღვდელმთავრების შეკრების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა ეკლესია არავინ დაადანაშაულოსმარტი 15, 2020

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს მღვდელმთავრების შეკრების საშუალება საერთო გადაწყვეტილების მისაღებად, რათა, ნერონის პერდის მსგავსად, ეკლესიის დადანაშაულება არ მოხდეს.

მეუფის თქმით, საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა.

,,არ ვიცი, საპატრიარქო რომ აკეთებს განცხადებას, ვინ დგას კონკრეტული ადამიანები ამის ირგვლივ, ვერ გეტყვით ამას. საპატრიარქოს განცხადება, როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება ფორსმაჟორში მიიღოს ადამიანმა, ინსტიტუციამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არის იმის საშუალება, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე, თუ ეკლესიაში რა მოხდება ისე, რომ ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული, რომ აი, ეკლესიაა დამნაშავე, რომ ვირუსი აქტიურად ვრცელდება, ამას სჭირდება არა ერთჯერადი ჭიქებით დაპირისპირება, არამედ ერთობლივი მსჯელობით და გადაწყვეტილებით“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ეპარქია ადგილობრივად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

,,ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმდაგვარად რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არანაირად დაამახინჯებს ეკლესიას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ადგილობრივად, ვიდრე ჩვენ – მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ვიდრე დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეკლესია. ეკლესიის წინაშე განსაცდელი მრავალჯერ ყოფილა და ნაუცფათევად, ემოციური გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება საჭირო იყო, მაგრამ გონივრული რეაქცია ყოველთვის საჭიროა მიმდინარე მოვლენებზე“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

,,ძალიან საფრთხილო თემაა. წირვის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სიტკბოება რაც მიიღო ერთჯერადი ჭიქებით, დავრთგუნდითო, რატომ მოგვცეს ერთჯერადი ჭიქებითო. ასე თუ წავალთ შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ვირუსი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით საერთოდ საღვთო განგებულება რას გვიმზადებს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ. უამრავი ადამიანი გაწყვიტა ჭირმა თბილისში, უამრავი ეპიდემია ყოფილა და იმის შედეგები ზოგი ვიცით, ზოგი არ ვიცით. დღეს, რაკი არავინ არ იცის მისი ბუნება, როგორ იმოქმედებს, მითუმეტეს ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვიცით ქრისტეს, ეკლესიის ბუნება და ამითი ვხელმძღვანელობთ და ეს არის მთავარი პრინციპი ჩვენთვის სამოქმედო. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ერთ მოძღვართან ერთ მითითებას მიიღებს, მეორესთან საპირისპიროს, სხვადასხვა ეპარქიაში ან სხვადასხვა ეკლესიაში, სხვადასხვა გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე პრობლემასთან დაკავშირებით, ეს დამაბნეველი ხდება”,-განაცხადა მეუფემ.