ხელისუფლებამ საბერძნეთში მართლმადიდებელ ეკლესიას მსახურებების შეზღუდვა სთხოვამარტი 15, 2020

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს საეკლესიო მსახურებების შეზღუდვა სთხოვა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

„საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს იერონიმეს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ტაძრები ღია იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს კერძოდ შეეძლოთ იქ თაყვანისცემისთვის შესვლა და შესრულდეს მხოლოდ აუცილებელი საეკლესიო საიდუმლოებები, რომელსაც ადამიანთა მინიმალური რაოდენობა დაესწრება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

საკითხს ორშაბათს, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივი სინოდის სხდომაზე განიხილავენ.

მანამდე ცნობილი გახდა ელადის ეკლესიის სინოდის განცხადება, რომ საღმრთო ევქარისტია და ზიარება ერთი ბარძიმიდან ვერ გახდება კორონავირუსის გადადების მიზეზი. ამან საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

11 მარტიდან ქვეყნის პრემიერმინისტრმა მკაცრი საპროფილაქტიკო ზომების შესახებ გამოაცხადა და მოითხოვა, შეიზღუდოს რელიგიური შეკრებები და აღნიშნა, რომ საეკლესიო ხელმღვანელობის მხარდაჭერის მოლოდინშია.

ამის შემდეგ მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ განაცხადა, რომ საბერძნეთის ეკლესია მეცნიერებას არ ეწინააღმდეგება, პასუხისმგებლობით ეკიდება კორონავირუსის საპროფილაქტიკო ზომებს და სრულად ასრულებს სახელმწიფო კომეპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებს, მაგრამ საბერძნეთის ტაძრებში მსახურება არ შეწყდება.