პრემიერმინისტრი ეკლესიის საქმეებში ჩარევაზე საუბრობსმარტი 17, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ჯერ იმ ეტაპზე არ არის, რომ ხელისუფლება რაიმე აკრძალვის ინსტრუმენტით ეკლესიის საქმიანობაში ჩაერიოს.

გახარიას განმარტებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაციები, დახურულ სივრცეში ღონისძიებების არ გამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბევრი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ. თუმცა იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, ჩვენ გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.