სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენმარტი 17, 2020

კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ. ამ მიზნით სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევა ჩატარდა, რომელიც მამა შალვა კეკელიამ ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად შეასრულა.

წყალკურთხევის შემდეგ, სასულიერო პირებმა ქუჩებში გადაინაცვლეს და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

ამასთან, ტაძრებში 12:00 საათზე ზარები დარეკეს.

დედაქალაქის ქუჩების კურთხევის შესახებ კვირას გახდა ცნობილი, როდესაც წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო.

მანვე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად დღეში სამჯერ მრევლმა კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს.