მეცნიერებმა მარიამ მაგდალინელის სახის აღდგენა შეძლესოქტომბერი 1, 2017

სასამართლო პათოლოგოანატომმა, ანთროპოლოგმა და პალეონტოლოგმა ვერსალის ფილიფ შარლიეს უნივერსიტეტიდან, კომპიუტერულ გრაფისკოსთან ერთად, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, რომლითაც შესაძლებელია სახეების რეკონსტრუქცია, წმინდა მარიამ მაგდალინელის სახის აღდგენა შეძლეს.

მანამდე მკვლევარებმა გამოიყენეს თავის ქალისთვის გადაღებული 500 სურათი, რომელიც, მათი აზრით, წმინდანს ეკუთვნის. ამ სურათების საფუძველზე ქალას სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომლის დროსაც გაითვალისწინეს მისი აგებულების განსაკუთრებულობანი და ზომა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თავის ქალა ეკუთვნის ქალს, რომელიც არის წარმოშობით ხმელთაშუაზღვის რეგიონიდან, დაახლოებით 50 წლის.

მეცნიერების მიერ შესწავლილი თავის ქალა საფრანგეთში, სენ-მაქსიმენის ბაზილიკაშია დაცული, სადაც გადმოცემის თანახმად, განისვენებს მარიამ მაგდალინელის სხეული. თუმცა, თავად ერთ-ერთი მეცნიერი ფილიპ ჩარლი აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე სერიოზული სამეცნიერო დასაბუთება, რომ  ნეშთი სწორედ მარიამ მაგდალინელს ეკუთვნის.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში კათოლიკური ეკლესია მათ საშუალებას მისცემს უშუალოდ მიეახლონ წმინდანის სხეულს სრული სამეცნიერო კვლევისთვის.