20 მარტს სინოდის სხდომა გაიმართებამარტი 18, 2020

20 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათი განმარტებით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

რა საკითხებზე იმსჯელებს წმინდა სინოდი, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.