იმსჯელებს თუ არა სინოდი ზიარების ახალ წესზე, არ კონკრეტდებამარტი 18, 2020

20 მარტს, წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

„სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, 12:00 საათზე, სინოდის სხდომა ჩაინიშნა.

IPN.GE