დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ზიარების წესის შეცვლის მომხრეამარტი 18, 2020

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, წმინდა ზიარების გაცემის წესის შეცვლის მომხრეა. ამის შესახებ მოძღვარმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“პირადად ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, არ არის თამაშის დრო, არც რაღაც გმირობის დამტკიცების დრო არის. თუმცა, გმირობის დრო ყოველთვის არის, მაგრამ სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად არა. 

ვფიქრობ, რომ რასაკვირველია, წესი უნდა შეიცვალოს ზიარების გაცემის. მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს, ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანია შექმნილი – წესისთვის.

ამ შემთხვევაში, წესი არის გაცემა, შინაარსი არის ზიარება. ზიარების ცხოველმყოფელობას, მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი, რაც საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს, ბოლოს და ბოლოს  წმინდა წირვა, რომელსაც აღვასრულებთ, სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც აღასრულა მაცხოვარმა საიდუმლო სერობისას.

ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა და ადამიანი არის ძირითად საზრუნავი”, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.