სასულიერო პირებმა ბათუმის ქუჩები აკურთხესმარტი 19, 2020

19 მარტს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ბათუმის ქუჩების კურთხევა დაიწყო. ბათუმის გარდა აკურთხებენ ხელვაჩაურსა და ქობულეთს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით,  ქუჩების კურთხევა კორონავირუსს უკავშირდება.

„ჩვენ, სასულიერო პირები, მრევლთან და სტიქაროსნებთან ერთად გავალთ, ჩავატარებთ ლიტანიობას. უკვე წყალი ნაკურთხია. ლოცვა აღვლენილია. გავალთ და ქალაქის ქუჩებში ვაკმევთ საკმეველს. ნაკურთხ წყალს ვასხურებთ, რაც ერთგვარი გამოხატულებაა ეკლესიის მხრიდან ბრძოლისა ამ ვირუსთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში გავრცელებული,“ – უთხრა პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.

წყარო: “batumelebi.netgazeti.ge”