მართლმადიდებელი ეკლესია არ ცვლის ზიარების წესსმარტი 20, 2020

საპატრიარქოში კვლავ მიმდინარეობს წმინდა სინოდის სხდომა. წინასწარ ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ცვლის ზიარების წესს. სხდომიდან გამოსულმა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა, რომ სინოდში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ ზიარების კოვზით ვინმეს შეიძლება ვირუსი გადაედოს. შესაბამისად, მისი თქმით, ამ მხრივ, არავითარი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
მეუფის თქმით, უფრო კონკრეტულად, საპატრიარქოში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

მისივე თქმით, ყველა ტაძართან იქნება ხმამაღალი გახმოვანება და მრევლს შეეძლება წირვა-ლოცვას მოუსმინონ ტაძრის როგორც შიგნით, ისე ტაძრის გარეთაც.

გარდა ამისა, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანებთან, ვინც დაავადების რისკის ქვეშ არიან, ან უკვე არიან დაავადებული ვირუსით, სასულიერო პირები მათთან მივლენ და შეასრულებენ საეკლესიო მსახურებას.