კუმურდოელები ომით იმუქრებიან, თუ ჯვარს არ აღამართინებენოქტომბერი 1, 2017

სოფელ კუმურდოში, სადაც ტაძრის სარესტავრაციო სამუშოები განახლდა, დაცვის პოლიცია კვლავ ადგილზეა. ადგილობრივების განცხადებით, რესტავრატორები არ უფრთხილდებიან მათი წინაპრების სამარხებს. ამიტომ კვალავ მოითხოვენ, რომ ჯვრის აღმართის საშუალება მისცენ.

“თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი. რესტავრატორები ჩვენი წინაპრების  ნეშთებს პატივს არ სცემენ. ტომარებში ჩაყარეს ჩვენი ბაბუების და მამების ძვლები”,-აცხადებენ ადგილობრივები.

დაპირისპირება სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის გუშინ მასშემდეგ დაიწყო, რაც  ადგილობრივებმა სოფლის ეკლესიაში შესვლა და ეზოში მდებარე საფლავზე ქვაჯვარის დადგმა სცადეს. დაძაბული ვითარების გამო, ადგილზე პოლიციის და სპეცრაზმი გამოიძახეს.

სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დაშავდა დაცვის პოლიციის ოთხი თანამშრომელი. დაზიანებულია პოლიციის კუთვნილი მანქანები.
წყარო: “რუსთავი 2