რომის პაპმა კარგი პოლიტიკოსები მოწამეებს შეადარაოქტომბერი 1, 2017

რომის პაპმა ფრანცისკემ, დღევანდელი ქადაგებისას, კარგი პოლიტიკოსი მოწამეს შეადარა და კორუფცია დაგმო.

„კორუფცია – მატლია, რომელიც პოლიტიკას ჭამს. კორუფცია ცივილიზაციის განვითარებას უშლის ხელს. კარგი პოლიტიკოსი საკუთარ ჯვარს ზიდავს და თუკი სურს, რომ მართლა კარგი იყოს, პირად ინტერესებზე უარი უნდა თქვას, მიიღოს სხვათა ინიციატივები და სრულყოს ისინი საზოგადოების სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში კარგი პოლიტიკოსი თავს გრძნობს მოწამედ, რადგან თავს სწირავს საზოგადო საქმისთვის“ – განაცხადა რომის პაპმა.

პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, აკეთონ „კარგი პოლიტიკა“, რომელიც არა პერსონალურ ამბიციებსა და ინტერესებს ემსახურება, არამედ იზრუნოს ყველაზე.