დასავლეთ ევროპის ეპარქია:ლიტურგია და სხვა მსახურებები ჩატარდება მღვდელმსახურთა მიერ , საზოგადოების გარეშემარტი 24, 2020

“დღეს კაცობრიობა არნახული განსაცდელის წინაშე დგას, კორონავირუსული პანდემიის Covid-19 გავრცელებამ მსოფლიო ქვეყნები აიძულა საგანგებო მდგომარეობა შემოეღოთ და დაეწესებინათ სხვადასხვა შეზღუდვა მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებაზე ( გარდა: მარკეტები, აფთიაქები და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტებისა). ასევე აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის საზოგადოდ აღსრულებული საღვთისმსახურო რიტუალები ეკლესიის შიდა, თუ გარე სივრცეში.
ამ რთული გამოწვევის წინაშე ჩვენი ეპარქიის სამრევლოებიც მოექცა. დასავლეთ ევროპის ეპარქია მოიცავს ევროპის 6 ქვეყანას : იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია და მალტა , რომელთა ტერიტორიაზეც ფუნქცინირებს 57 სამრევლო და მოღვაწეობს 12 სასულიერო პირი.
აქედან გამომდინარე ეპარქიის სამრევლო ტაძრებში ან დროებით მოწყობილ სამლოცველოებში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიული მსახურებები ჩატარდება მღვდელმსახურთა მიერ , საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე.
ეპაქრიაში შემავალი სამრევლოს წევრებს შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა მსახურებებს სამრევლოების ფეისბუქ გვერდებზე.
მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, სამრევლოს ტაძრები შაბათ- კვირასა და სადღესასწაული დღეებში ღია იქნება ინდივიდუალური ლოცვისთვის და მრევლს მიეცემა საშუალება ტაძრების მოლოცვის. (თუ კონკრეტულ ქვეყანაში გადაადგილება არ არის შეზღუდული , ან რაიმე სხვა შეზრუდვა არ მოქმედებს.)
ეპარქიიაში ყველა მღვდელმსახური არიან თავიანთ სამრევლოებში და მზად არიან დახმარება გაუწიონ სამრევლოს წევრებს.
ეპარქიის სამღვდელოების სახელით მოვუწოდებთ სამრევლოების წევრებს , როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები ვალდებულები ვართ დავიცვათ ადგილობრივი ხელისუფლებების დადგენილებები. ქვეყნების მთავრობების მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ იგი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.”