ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ქალაქის ქუჩები და სოფლები აკურთხესმარტი 25, 2020

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალმა სასულიერო პირებმა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩები და სოფლები აკურთხეს.

პროცესში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმეც მონაწილეობდა.

„მეუფის ლოცვა-კურთხევით, ამ განსაცდელიდან გამომდინარე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომხდარიყო ჩვენი ქალაქის ქუჩებისა და ჩვენს ეპარქიაში შემავალი სოფლების კურთხევა. ყველა ქუჩა და სოფელი იკურთხა. ესხურა ნაკურთხი წყალი, ხატებით იყო ლიტანიობა. ამ ფორმით ეკლესიამ გაძლიერებული ლოცვა აღავლინა, ამ განსაცდელის ჟამს. უფალმა დაგვლოცოს და გამოგვიყვანოს ამ მდგომარეობიდან მშვიდობიანად. ეს იყო ძირითადი მოტივი ამ მცდელობისა“, – განაცხადა მამა იოანე აკობიამ.