საპატრიარქოში არ იციან ინფორმაცია, დაუდასტურდა თუ არა სასულიერო პირს კორონავირუსიმარტი 25, 2020

საქართველოს საპატრიარქოში არ ფლობენ ინფორმაციას რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მღვდელმსახურთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, მათ ეცოდინებოდათ.

“არ გვაქვს ჩვენ ასეთი ინფორმაცია, საიდანაც გაიგეთ, სჯობს იქ გადაამოწმოთ. სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ ჩვენ გვეცოდინებოდა. არ მოსულა ჩვენამდე მსგავსი ინფორმაცია. უცნაური იქნებოდა, რომ სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა, თუმცა, გამორიცხულიც არაა, რომ არ გვცოდნოდა. მაგრამ ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ერთადერთი ადამიანი ამბობს ამას”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.