ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს უჩივისოქტომბერი 2, 2017

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. რამიშვილმა სარჩელით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც ადვოკატმა პირველ არხთან განაცხადა, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მას დეკანოზ მამალაძისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებში ჩანერგილი ინფორმატორი უწოდა.

„ე.წ.- მა მეუფე იაკობმა 2017 წლის 21 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ მე დეკანოზ მამალაძის საქმეში, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმეში ვიყავი ჩანერგილი ინფორმატორი, შესაბამისად, გირგვლიანის საქმიდან ინფორმაციას ვაწვდიდი ახალაიას, ინფორმატორად მომიხსენია ამ უხსენებელმა ადამიანმა. ეს არის ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რაზეც სარჩელი შემაქვს სასამართლოში. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღშფოთება გამოხატა გირგვლიანის ოჯახმა, მათ შორის, პირველ რიგში გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა და დეიდამ. მთელი რიგი მტკიცებულებებია, რომ მეუფე იაკობს მოუწევს მისი განცხადების უარყოფა და მოუწევს მორალური ზიანის ანაზღაურება“,- განაცხადა რამიშვილმა.

წყარო: 1tv.ge