გრაკლიანის გორა გაძარცვეს – ჟურნალისტიოქტომბერი 2, 2017

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ინფორმციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გრაკლიანის გორა გაძარცვეს:

“გრაკლიანის გორიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის თიხის ჭურჭელი მოიპარეს (ორი ცალი). საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. საინტერესო ისაა, რომ თიხის ურჭელი ზუსტად იმ ადგილიდან აიღეს, სადაც სათვალთვალო კამერა იმ დღეს გამორთული იყო (იხილეთ პირველი ფოტო). ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ქურდობა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ გრაკლიან გორაზე დაყენებული სამი სათვალთვალო კამერა მოხნეს. ეს ქურდობის შემდეგ მოხდა.

ამჟამად გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრები აღარ მიმდინარეობს. მუზეუმის შენობაც შუა გზაშია მიტოვებული. ეს ისტორიული ძეგლი, რომელსაც 2015 წელს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია დიდი ზარ-ზეიმით მიანიჭეს, ახლა ერთი დარაჯის ამარა, ფაქტიურად უპატრონოდაა მიგდებული.

ვისთვისაც ეს ამბავი დაუჯერებელია, ვურჩევ ადგილზე ჩავიდეს და აქ აღწერილი ვითარება თავად გადაამოწმოს” – წერს ნინო მიქიაშვილი.
მან “dogma.ge”-ს განუცხადა, რომ კულტურის სამინისტროში გრაკლიანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ჟურნალისტს დაპირდნენ, რომ ვითარებაში გაერკვევიან.