რის გამო მოიბოდიშა მარკ ცუკერბერგმა?ოქტომბერი 2, 2017

იუდაურ დღესასწაულზე – იომ-ქიფურზე, რომელიც სინანულისა და ცოდვათა მიტევების დღესასწაულია, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ქსელის შეცდომების გამო მოუბოდიშა. ამის შესახებ მან პირად გვერდზე დაწერა.

„წლის ყველაზე წმინდა დღეს ებრაელებისთის ბოდიშს ვიხდი იმისთის, რომ ჩემი სამუშაო იმისთვის იყო გამოყენებული, რომ გაყოფილიყვნენ ადამიანები და არა გაერთიანებულიყვნენ. ჩვენ ვიმუშავებთ გასაუმჯობესებლად და ვიმედოვნებ, მომავალ წელს ყველა უკეთესად ვიქნებით“ – წერს ცუკერბერგი.

მედიაში გამოითქვა უამრავი ვარაუდი, თუ რის გამო მოიბოდიშა ცუკერბერგმა. ამ დროისთის ყველაზე პოპულარული ვერსია ის არის, რომ მისმა შექმნილმა ქსელმა უარყოფითი როლი ითამაშა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში. ან, ის პატიებას ითხოვს იმისთის, რომ ქსელში არასაკმარისად ფიქსირდება ქსენოფობიური და ანტისემიტური გამოვლინებები.

წყარო: “uoj.org.ua