ხარაგაულში ახალი ტაძარი აშენდაოქტომბერი 2, 2017

ყოვლადუსამღვდელოესის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა კურთხევით ხარაგაულში, კერძოდ ღომეეთში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით და სპარტაკ შარიქაძის ხელმძღვანელობით აშენდა ტაძარი. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ფეისბუქის პირად გვერდზე არქიმანდრიტი ანტონი (სულთანიშვილი) აქვეყნებს.

მისივე ცნობით, სამლოცველო ტყეში, მთის წვერზეა აგებული, რომელიც უახლოეს პერიოდში ეკურთხება.