მეუფე ნიკოლოზი – “საჯარო მოხელესა თუ მრევლს ცოდვაში არ ჩაეთვლება წირვაზე თუ არ მოვა”აპრილი 5, 2020

არც ერთ ადამიანს – საჯარო მოხელეს თუ მრევლის წევრს – ცოდვაში არ ჩაეთვლებათ, რომ აღდგომის წირვა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა დღესასწაული, რომ ვერ მოვიდეს – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმუდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მეუფემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მოწოდებები, ხალხის სახლში დარჩენის შესახებ, მისთვის მისაღებია, რადგან საჯარო მოხელეების ვალდებულებაა, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ.

“ნებისმერი სახელწიფო მოხელე ვალდებულია, რომ მოუწოდოს, ეს არის საჯარო მოწოდებები ხალხისადმი და მათი მხრიდან ეს აბსოლუტურად მისაღებია და გასაგებია. რაც შეეხება, ვინ დაესწრება – საერთოდ წირვაზე, სამწუხაროდ, ცოტა ხალხი დადის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები, ბევრი არ დადის. პირადად ვინ მოვა და ვინ დაესწრება, ეს ადამიანის პირადი საქმეა, პირადი რელიგიური გრძნობებია.

არც ერთ ადამიანს – საჯარო მოხელეს თუ მრევლის წევრს – ცოდვაში არ ჩაეთვლებათ, რომ აღდგომის წირვა იქნება თუ ნიბისმიერი სხვა, რომ ვერ მოვიდეს ” – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

წყარო: “newposts.ge”