ქართველი მღვდელმსახურები სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით აშშ-ში იმყოფებოდნენოქტომბერი 2, 2017

საქართველოს სამოციქული ეკლესიის ოთხი მღვდელმსახური: დეკანოზი კახაბერი (გოგოტიშვილი) არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) დეკანოზი პეტრე (გიორგაძე) და მღვდელი გიორგი (წეროძე) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევითა და დაფინანსებით სამი კვირის განმავლიბაში რამდენიმე შტატში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინფორმაციას არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს.

„მინაწილეობა მივიღეთ ორმოცამდე ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებაში, თემით “რელიგიების და სახელმწიფოს ურთიერთობა”.
შეხვედრები შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში, კაპიტოლიუმში და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ასევე შევხვდით მართლმადიდებელი ეკლესიების ლიდერებს და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს. განვიხილავდით ადგილობრივი რელიგიების და უმცირესობების მდგომარეობას. შეხვედრები ძირითადად განათლებას, სოფლის მეურნეობას, ემიგრაციას, სამხედრო სამსახურში სამღვდელოების(კაპელანები) მდგომარეობას ეხებოდა… მადლობა მის უწმიდესობას სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის ლოცვა კურთხევითაც ჩვენ გამოვემგზავრეთ; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის საელჩოს საქართველოში . ასევე არასამთავრობო ორგანიზაციას CDD და ათეულობით ორგანიზატორსა თუ მასპინძელს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე შეძლეს ჩვენი ვიზიტის ორგანიზება. ვმადლობთ ღმერთს და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას მოვახმართ“ – წერს არქიმანდირიტი იოანე, რომელიც ამ ვიზიტის ფოტომასალასაც აქვეყნებს.