მამა ილია ჭიღლაძე კუმურდოს მოვლენებზე პასუხისმგებლობას სომხური ეკლესიის ეპარქიის მმართველს აკისრებსოქტომბერი 3, 2017

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოფელ კუმურდოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმეგბლობას საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქიის მმართველს, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს აკისრებს. ამასთან დაკავშირებით, მამა ილია “ფეისბუქის” პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

“იცნობდეთ საქართველოს მტერს და ჯავახეთის მითვისების ერთერთ იდეოლოგს, თბილისში მოკალათებულ კაიაფას მემკვიდრეს: საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი… მას ეკისრება პასუხისმგებლობა გუშინდელ ინციდენტზე, როგორც მათ სულიერ წინამძღოლს და წამქეზებელს. მე წინა თვეებში ვწერდი, რომ საქართველოს სომხური ეპარქიის ოფიციალურ საიტზე კუმურდოს კათედრალი სომხურ ტაძრადაა წარმოდგენილი. ასე რომ იმ უსწავლელ ხალხს სოფელ კუმურდოში ეს შავრაზმელი ფარისეველი აქეზებს… აქვე წარმოგიდგენთ მათი ეპარქიის საიტზე დადებულ დეზინფორმაციულ სტატიას კუმურდოზე, სქრინები ძველი არ გეგონოთ, დღევანდელია… ასევე წარმოგიდგენთ სტატიას ქ. ახალციხის შესახებ, დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
მიუხედავად იმისა რომ ამ ეპარქიის საიტის ამ ანტიქართულ სტატიებზე წინა თვეებში დავწერე ღიად, სიტუაცია არ შეცვლილა. როგორც სჩანს ის ქართული უწყებები, რომლებსაც უნდა მიეღოთ შესაბამისი ღონისძიებები, უმოქმედონი არიან…სამაგიეროდ აქტიურად მოქმედებს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამღვივებელი და წამხალისებელი ეპისკ. მირზახანიანი და ძმანი მისნი… p.s.ნორმალურ, ღირსების მქონე ქვეყნაში სულ ცოტა მას მოსთხოვდნენ საჯაროდ დაეგმო კუმურდოელების ძალადობა, კუმურდოს და ჯავახეთის მიწის ქართულობის აღიარებას. საინტერესოა, რას იტყვის… მაგრამ ის არაფერს არ იტყვის საქართველოს სასარგებლოდ…” – წერს მამა ილია ჭიღლაძე.