მეუფე მიქაელი: “დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან”მაისი 12, 2020

დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ და თუ გაგვიზრდიან, გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და ფულზე ვისაუბრო, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ბიუჯეტიდან მიღებული თანხა ძირითადად განათლებას ხმარდება.

„დაფინანსებას თუ შეგვიწყვიტავენ, შეგვიწყვიტავენ და თუ გაგვიზრდიან გაგვიზრდიან. არ მინდა დღევანდელ დღეს თანხებზე და ფულზე ვისაუბრო. თქვენ იცით, რომ ეს თანხა ძირითადად განათლებას ხმარდება. მინდა გითხრათ, რომ 47 ეპარქიაა და 47 რომ გავყოთ 25-ზე და შემდეგ კიდევ 12-ზე, გარკვეული თანხა რჩება, მაგრამ ერთ ეპარქიაში 100 000-200 000 ადამიანი ცხოვრობს და ზოგან მეტიც და თუ ჩვენ არ გვექნება იმის საშუალება, რომ გადავადგილდეთ და გადმოვადგილდეთ… მაგალითად ჩემი ეპარქია, არც მაქვს ბევრი დაფინანსება, მაგრამ რაც მაქვს, მადლობა ღმერთს. თქვენ იცით, რომ ასეთი ადვილი არ არის ხევსურეთის, ფშავის მოვლა, მონასტრებია იქ და ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ერი დაბრუნდეს თავიანთ სამშობლოში და გვინდა, რომ მამაპაპისეულ მიწას დაუბრუნდნენ ფშავები, ხევსურები, თიანელები, მიხედონ სოფლის მეურნეობას, დათესონ, მოიმკონ და გაძლიერდეს ყველა ოჯახი და ამ თანხას თუ შემოგვწირავენ და დაფინანსებას თუ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვეტენ“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.