17 მაისს პატრიარქი ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავსმაისი 16, 2020

17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია II ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 2020 წლის 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

მისი კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტოკოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.