პატრიარქის ქადაგება: “ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს”მაისი 17, 2020

მე მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელთა სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ.

საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელთა სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი

ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელს, რომ წყალობა მოეღო საქართველოზე. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს. სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან. ქალის ხასიათი, განსხვავებული ხასიათები აქვს, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა, ხალხი გაამთლიანა საქართველოსი, საქართველო გახდა ერთიანი.

„დღეს შემოვლა იქნება თბილისში ხატისთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა, ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

ასევე, ილია მეორემ განაცხადა, რომ დღეს არის წმინდა მონიკას ხსენება. პატრიარქმა მრევლს წმინდა მონიკას და მისი შვილის, ავგუსტინეს ცხოვრება გაახსენა.

„მონიკა ვინ იყო თქვენ იცით, მაგრამ შეგახსენებთ. მონიკა იყო დედა ნეტარი ავგუსტინესი. ნეტარი ავგუსტინე ცხოვრობდა მე-4-მე-5 საუკუნეში. და იყო განათლებული ოჯახიდან. დედა იყო ღრმად მორწმუნე, მაგრამ მამა იყო წარმართი. არ იყო ქრისტიანი. ჰყავდა ეს შვილი ავგუსტინე. დიდხანს ეს ნეტარი ავგუსტინე იყო სექტანტი, მანიქეველი, მაგრამ დედა მონიკა ლოცულობდა და ტიროდა, ევედრებოდა უფალს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. ერთხელ მოესმა ნეტარ ავგუსტინეს ბავშვის ხმა „აიღე და იკითხე“. აიღო სამოციქულო და დაიწყო ეპისტოლეს კითხვა. ამ დროს, მადლი სულისა წმინდისა გარდამოვიდა მასზედა და ის გახდა უდიდესი ქრისტიანი, ის გახდა ეპისკოპოსი ჰიპონიისა. ნეტარ ავგუსტინეს აქვს დაწერილი აღსარება. თუ გექნებათ საშუალება წაიკითხეთ. საოცრად აღიარებს თავის ცოდვებს და არ ერიდება არავის. მონიკას ლოცვით, დედის ლოცვით მეუღლეც გახდა ქრისტიანი. მე ეს მაგალითი მოვიყვანე იმისათვის, რომ დღეს ურთულესი დროა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისა, ქმრისა და შვილებისაგან. თავისი განსხვავებული ხასიათებით, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერი, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხმა გაამთლიანა საქართველო. საქართველო გახდა ერთიანი. თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. იქაც არ იცოდნენ სეფისკვერი რისთვისაც იყო. მე ადრე მოვდიოდი ჟამნობაზე, რომ ვყოფილიყავი წირვის წინ და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს და ხალხს უკვირდა. მერე დაინტერესდნენ და გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია, ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ აგვიშენა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი“, -განაცხადა პატრიარქმა.