“არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულა წმინდა ნიკოლოზს თხოვნა”მაისი 22, 2020

ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის მოწყალება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულა წმინდა ნიკოლოზს თხოვნა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ რთულ დროს, ის წმინდა ნიკოლოზ სთხოვს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნიკოლოზობას. მოწყალე მშობელია ჩვენი, მოწყალე მამაა. ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის მოწყალება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულა წმინდა ნიკოლოზს თხოვნა. მოწყალეა! მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსლიმებსაც ეხმარება.

როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.