ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირს მსახურება შეუჩერამაისი 31, 2020

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია) მარტვილის, სოფელი ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამღვარს  არქიმანდრიტ ათენოგენეს მსახურება შეუჩერა.

არქიმანდრიტის განცხადებით, მსახურების შეჩერება  მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მხარდაჭერას და ღვთიმსახურებაში პატრიარქის მოუხსენიებლობას უკავშირდება.

სასულიერო პირის თქმით,  მეუფე გრიგოლს შეხვდრისას  უთხრა:  ვიდრე გარკვეულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ვერ შეძლებს  საღვთო ლიტურგიისას პატრიარქის მოიხსენიებას.

,,მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, ვიდრე ამას არ გამოძიებენ და ეკლესიას პასუხის არ ექნება. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ მოვიხსენიებდი, ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა. დაველოდებით მათ პასუხს“ – აცხადებს არქიმანდრიტი ათენოგენე.

არქიმანდრიტისთვის მსახურების შეჩერებას ადგილობრივი მრევლი აპროტესტებს. მათი განცხადებით, სხვა სასულიერო პირს მსახურების ჩატარების საშუალებას არ მიცემენ.

ავტორი: მერაბ ცაავა